კახეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო საკარანტინო ზონაში კიდევ სამი მოქალაქე გადაიყვანეს
კახეთში თვითიზოლაციის წესი კიდევ სამმა მოქალაქემ დაარღვია, რომლებიც სამართალდამცავებმა იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, ისინი უცხო ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, რის გამოც უნდა დაეცვათ თვითიზოლაციის რეჟიმი.
“ნებისმიერი ქვეყნიდან ჩანოსული პირი ვალდებულია იყოს თვითიზოლაციის რეჟიმში. არ აქვს მნიშვნელობა ის ქვეყანა მიეკუთვნება თუ არა კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალ რის ჯგუფს. თუ მოქალაქე არღვევს თვითიზოლაციის რეჟიმს, ის გაფრთხილების გარეშე გადაგვყავს საკარანტინო ზონაში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა.