თელავში საკარანტინო ზონაში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა 160-მდე გაიზარდა
თელავში მოწყობილ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა 127-ით გაიზარდა და 160-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განყოფილების უფროსის განმარტებით, საკარანტინო ზონაში მოქალაქეების რაოდენობის ზრდა გუშინ ერთ-ერთი რეისით ჩამოსული ადამიანების თელავში გადმოყვანას უკავშირდება. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ყველა მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
კახეთში თვითიზოლაციაში კი 198 მოქალაქე იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.