თელავში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო
თელავში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, საკარნტონო სივრცეში, რომელიც თელავის სამ სასტუმკროშია მოწყობილი, მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.