ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 5 ადამიანი გადაიყვანეს
საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები-პუნქტიდან მაღალი ტემპერატურით 5 მოქალაქე თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის გამოც გახდა მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო.
თელავში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო. საკარანტინო სივრცე კახეთში, კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტის სამ სასტუმროში მოქმედებს, სადაც მოთვასებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფიელებელია.
კახეთში თვითიზოლაციაში კი 198 ადამიანი იმყოფება.