ახალი ამბები

ევროკავშირი 30 დღის განმავლობაში საზღვრებს ხურავს

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა. 

ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პირველად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა.

მოგვიანებით კი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რათა ვირუსის გავრცელება გლობალურად შეიზღუდოს.

,,ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა, შეამციროს მოგზაურობა”, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.