კახეთში თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება
კახეთში თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, მეთვალყურეობა მოეხსნა 5 მოქალაქეს, ხოლო 11 ადამიანი კი თვითიზოლაციის რეჟიმს თბილისში იცავს.
ნელი ხიზანიშვილმა განაცახადა, რომ შიდაიზოლაციაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
თელავის მუნიციპალიტეტის სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში კი 160 ადამიანია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.