ახალი ამბები

პანკისში შესაძლოა მეჩეთში შეკრებაზე შეზღუდვა დაწესდეს

პანკისის ხეობის ფუნდამენტური და ტრადიციული ისლამის მიმდევრები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეჩეთში ხალხმრავალ შეკრებაზე შეზღუდვის დაწესებას არ გამორიცხავენ.

პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის, ზურაბ ქავთარაშვილის განმარტებით, მსგავსი შეზღუდვა უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

,,ჯერ არ გვიმსჯელია, მაგრამ თუკი ამისი აუცილებლობა იქნება, ერთობლივად ვიმსჯელებთ. ბევრ არაბულ ქვეყანაში ასეთი შეზღუდვა დაწესდა. ადამიანის სისცოცხლე და ჯანმრთელობა, ყველა რელიგისათვის უპირატესია. თუ სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჯერჯერობით ხეობაში სიმშვიდეა”, – განაცხადა ქავთარაშვილმა.

შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ ტრადიციული ისლამის მიმდევრებიც. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს.

 

ავტორი: მაკა ხაზიური