ახმეტაში შიდაიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობამ 46-ს მიაღწია
ახმეტაში თვითიზოლაციაში 46 მოქალაქე იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და მათ ეს რეჟიმი მას შემდეგ მოეხსნებათ, რაც 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი გავა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ექნებათ.
უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია.
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 182 პირი იმყოფება. 16 მარტს კახეთის მასშტაბით კარანტინში იძულებით 8 მოქალაქე გადაიყვანეს, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 11, ხოლო საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 33 მოქალაქე.
ავტორი: მაკა ხაზიური