ახალი ამბები

თელავში თვითიზოლაციაში 58 ადამიანი იმყოფება

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის 16 მარტის საღამოს მონაცემებით, თელავში თვითიზოლაციაში 58 ადამიანი იმყოფება.

ისინი მაღალი რისკ ზონის ქვეყნებიდან არიან ჩამოსული და მათი მოგზაურობიდან საინკუპაციო პერიოდი ჯერ არ გასულა. დაწესებულების ინფორმაციით, 16 მარტს, კახეთის რეგიონში 182 პირია თვითიზოლაციაში.

კარანტინში გადაყვანილია 8 მოქალაქე. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 11 მოქალაქე. საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 33 მოქალაქე.

 

ავტორი: მაკა ხაზიური