ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო შეზღუდვები დაწესდა
გომბორის უღელტეხილზე ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო, გადაადგილება აკრძალულია ვერონა-შუამთის გზის მონაკვეთზე.
მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე მანქანებისთვის.
თელავის საგზაო სამსახურში აცხადებენ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური მარილისა და ქვიშის გაშლა.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.