ახალი ამბები

თელავში 25 წლის გოგონა თვითიზოლაციაში სახლში იძულებით გადაიყვანეს

თელავში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის, 25 წლის გოგონა, რომელიც ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელია, პოლიციამ სახლში იძულებით დააბრუნა.

Knews. Ge- ს ინფორმაციით, გოგონა საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მაღაზია “ზუმერის” ერთ-ერთი თანამშრომელი 14-დღიანი იზოლაციის პერიოდს საკუთარ სახლში გაატარებს. მაია ჯღუთაშვილის თქმით,
სპეციალისტებმა მისი საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ პირობები საიზოლაციო ნორმებს აკმაყოფილებს.
,, სპეციალისტებმა შეამოწმეს გოგონას სახლი და იქ ყველა შესაძლებლობაა თვითიზოლაციისთვის. ამიტომ გადაწყდა, რომ საინკუბაციო პერიოდს, ის სახლში გაატარებს”, – განაცხადა მაია ჯღუთაშვილმა.

ბოლო რამდენიმე საათში, თვითიზოლაზაციის წესების დარღვევის გამო, კახეთში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში, სამართალდამცავებმა იძულების წესით, ხუთი მოქალაქე მოათავსეს.