კახეთში საკარანტინო ზონაში 33 მოქალაქე იმყოფება
კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში მოწყობილ საკარანტინო ზონაში 33 მოქალაქე იმყოფება.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 16 მარტს სამართალდამცავებმა, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, კარანტინში 8 ადამიანი გადაიყვანეს. 16 მარტის საღამოს მონაცემებით, შიდაიზოლაციაში კახეთში 182 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციის რეჟიმი 11 ადამიანს მოეხსნა.