ახალი ამბები

თელავში თვითიზოლაციაში 14 ადამიანი იმყოფება

თელავის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 14 ადამიანი იმყოფება.

როგორც Knews.ge-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განუცხადეს, როგორ იცავენ აღნიშნული პირები თვითიზოლაციის წესებს, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

,,მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით”, განუცხადეს Knews.ge-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.

კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება.