თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
პროფილაქტიკის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოქალაქეთა მომსახურების საერთო სივრცე და შენობის ყველა სართულის დერეფნები.
მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით ადრე, 2 მარტს დაიწყო. სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება.