ახალი ამბები

კახეთიდან თვითიზოლაციაში მყოფი ერთი პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა იგეგმება

სიღნაღში მცხოვრები თვითიზოლაციაში მყოფი ერთი პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა იგეგმება.

როგორც knews.ge-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა საკარანტინო სივრცეში გადაყვანა თავად ისურვა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ის იმყოფებოდა იტალიაში, რომელიც მაღალი რისკ ჯგუფის ქვეყანას მიეკუთვნება.

სიღნაღში მცხოვრებმა პირმა მოგვამრთა, რომ ვერ იცავს თვითიზოლაციის რეჟიმს და გვთხოვა, გადავიყვანოთ საკარანტინო სივრცეში”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 მოქალაქე, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის.

კახეთში კორონავირუსის ორი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია.