კახეთში კორონავირუსის ორი შესაძლო შემთხვევა არ დადასტურდა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, ორივე პაციენტი გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და მათი ანალიზები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში.
ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
“ორივე პაციენტი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ისინი იმყოფებოდნენ იტალიაში. მათ აღენიშნებოდათ ტემპერატურის მატება, რის გამოც ისინი გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ორივე პაციენტზე აიღეს მასალა და გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი ლაგოდეხში ცხოვრობს, ერთი კი – საგარეჯოში”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 მოქალაქე, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა.