ახალი ამბები

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – ინფოგრაფიკა

კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში 47 ადამიანი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლაციაში ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში იმოგზაურეს, საიდანაც საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლორებული ადამიანების რაოდენობა ყოველთვის იცვლება.