კორონავირუსის საფრთხის გამო თელავში თვითიზოლაციაში 3 ადამიანი იმყოფება
კორონავირუსის საფრთხის გამო თელავის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 3 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, ისინი თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
,,თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სოფლებში მერების წარმომადგენები აკონტროლებენ, რამდენად იცავენ ისინი იმ რეჟიმს რომელშიც არიან. ამ დროის მონაცემებით თელავში თვითიზოლაციაში 3 ადამიანია. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე ვაკვირდებით”,– აღნიშნა “knews” -სთან საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, კახეთში, ჯამში, სულ 12 ადამიანია თვითიზოლაციაში.