ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების შესახებ თელავში დისკუსია ჩატარდება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების თელავის ოფისში, გაიმართება დისკუსია “„ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
დისკუსიაზე განიხილავენ ქვეყანაში ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების კუთხით არსებულ პრობლემებს და გენდერული უთანასწორობის კულტურულ-ეკონომიკური ასპექტებს.
“უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში დღესდღეობით მწვავედ დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა. ქვეყანაში უფრო მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ვიდრე კაცს. ა
მის მიუხედავად, მათი ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცების მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ასევე მინიმალურია მდედრობითი სქესის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში.
მონაცემების თანახმად, ქალთა ეკონომიკური პასიურობის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში შრომის გენდერული ნიშნით დაყოფა და მასთან დაკავშირებული არაანაზღაურებადი სამუშაოს ტვირთია, რომლის შესრულებაც ძირითადად ქალებს უწევთ”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.