კახეთში კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში 12 ადამიანი იმყოფება
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში 12 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, ისინი თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, არსებულ სიტუაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფლებში მერების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.
,,რეგიონში არსებულ სიტუაციას ყოველდღე ვამოწმებთ და ვაზუსტებთ. თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სოფლებში მერების წარმომადგენები აკონტროლებენ, რამდენად იცავენ ისინი იმ რეჟიმს რომელშიც არიან.
ამ დროის მონაცემებით, გურჯაანში 3, თელავში 3, სიღნაღში 2, ლაგოდეხში 2, ახმეტაში 1 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციაში საგარეჯოში 2 ადამიანი იყო, თუმცა 1 ამ დროისთვის იმყოფება თბილისში, საკარანტინო ზონაში. კახეთში, ჯამში, სულ 12 ადამიანია თვითიზოლაციაში.
ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე ვაკვირდებით”,– აღნიშნა “knews” -სთან საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.