ახალი ამბები

2019 წელს გურჯაანში 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 8 მილიონ 603 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ინვესტიციის ფარგლებში გაიხსნა 58 ახალი და გაფართოვდა 10 ბიზნეს-ობიექტის საქმიანობა.

,,ბოლო წლებში ინვესტიციების ზრდა სასტუმროების, სარესტორნე და მცირე ზომის კვების ობიექტების მიმართულებით აღინიშნება. გარდა ამისა, გასულ წელს გურჯაანში 27-ით გაიზარდა დიდი, საშუალო და მცირე სავაჭრო ობიექტების რაოდენობა”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.