გურჯაანის აგრარული ბაზარი 1 მარტს გაიხსნება (R)
ქალაქ გურჯაანის აგრარული ბაზარი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. როგორც ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, დაცული იქნება ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. ის მოვაჭრეები, რომლებიც აქამდე ბაზრის გარეთ ყიდიდნენ პროდუქტს, განახლებულ ბაზარში გააგრძელებენ საქმიანობას.
სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარული ბაზარი განახლებულ გარემოში მიიღებს მომხმარებლებს და გურჯაანის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ერთ ადგილას, კომფორტულ გარემოში, სტანდარტების შესაბამის პირობებში შეიძინონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ბოსტნეული, ხილი, ბაღჩეული, ხორცი, თევზი, ყველი, რძის ნაწარმი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის ახალი აგრარული ბაზარში დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები და ნორმები, რაც პირველ რიგში საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა.
,,ბაზრის გახსნისთანვე ქალაქ გურჯაანში აიკრძალება გარე ვაჭრობა და გარემოვაჭრეებიც ბაზრის ტერიტორიაზე განთავსდებიან. გურჯაანის აგრარული ბაზრის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ახალი ბაზრის გახსნის პარალელურად მოწესრიგდება გარევაჭრობის და საბითუმო ვაჭრობის საკითხიც.