თელავის ისტორიულ ნაწილში საუკუნოვან სახლს ანგრევენ – ფოტორეპორტაჟი
თელავში, გულგულის კომუნის დამაარსებლის სახლს ანგრევენ. სახლი, რომელიც თელავის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ამჟამად, კერძო პირის საკუთრებაშია და მის ადგილას მფლობელი სასტუმროს აშენებას გეგმავს.
ისტორიკოს-მკვლევარები, რომლებიც თელავის ისტორიას სწავლობენ, აცხადებენ, რომ წლებია ამ სახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებას ითხოვენ.
პროფესორი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი განმარტავს, რომ მსგავსი სახლების ნგრევა თელავის ისტორიას ანადგურებს.
„ეს სახლი, თელავის ისტორიის ნაწილია. ბევრჯერ დავაყენეთ საკითხი, მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ. საერთოდაც, ქალაქში სახლების გადაფასება უნდა მოხდეს, თორემ ისტორიულ შენობებს სულ დავკარგავთ“,- განაცხადა ვახტანგიშვილმა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს.
თელავი, ჭადრის ქუჩა
ავტორები:
თორნიკე ხალხელაური
მარიამ ოქროცვარიძე