“ფორბსმა“ ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა.
სტატიის ავტორი ადამ მორგანსტერნი წერს, რომ ქართული ღვინო ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს აუცილებლად უნდა გასინჯო.
ის საქართველოს საინტერესო ქვეყანას უწოდებს, რომელიც ღვინის დაყენების ძველ, რთულ მეთოდებს იყენებს.
მორგანსტერნი მოუწოდებს „ფორბსის“ მკითხველებს, 2020 წელს აუცილებლად ეწვიონ საქართველოს და ღვინის დაყენების უძველს ტრადიციებს ადგილზე გაეცნონ.
„2020 წელს მე ვაპირებ გავსინჯო ყურძნის მივიწყებული ჯიშები, რომლებიც ხელახლა აღმოაჩინეს“,- წერს ავტორი.
სტატიის ავტორის თქმით, 2020 წელს მისი კვლევა დაეთმობა იმ ქვეყნებს, რომლებიც „ღვინის დაყენების უძველესი ისტორიით გამოირჩევიან, თუმცა ამავე დროს ღვინის თანამედროევე ინდუსტრია აქვთ“.