გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირების გავლას 250 ლარი დასჭირდება
,, თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირებას, იგულისხმება როგორც აირბალონის ისე სისტემის შემოწმება, ხანგრძლივი პროცედურა და დიდი თანხა – 250 ლარი სჭირდება,“ – განაცხადა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა.
დავით მესხიშვილის განმარტებით, ტექინსპექტირების გასავლელად დადგენილ თანხაზე დაწესებული უნდა იყოს ქვედა და ზედა ზღვარი, რათა არ მისი ღირებულება არ გაიზარდოს.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ვერ შესთავაზა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტომფლობელებს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი აღარ არის აღნიშნული მომსახურება, ამიტომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება.
ტექინსპექტირების გავლას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურა და თანხა, რომელიც საშუალოდ ჩემი ინფორმაციით, არის 250 ლარი. არ ვიცი, ვინ დაადგინა ეს თანხა. თუ მაგალითად, ჩვეულებრივი ინსპექტირების შემთხვევაში არის 60 ლარი და სახელმწიფო ამაში ჩაერია, რომ ვიღაცას არ აეწია თანხები ხელოვნურად, ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვთ შესაბამის სტრუქტურებს, ამიტომ დასადგენია ან ქვედა ზღვარი ან ზედა ზღვარი, რადგან როცა შენ მძღოლს ავალდებულებ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, უნდა დავუშვათ რისკი, რომ შესაძლოა გაძვირდეს კიდევ”, – განაცხადა მესხიშვილმა.
ცნობისთვის, 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, თხევადი გაზის აირბალონიანი შემოწმება სავალდებულო გახდა.