გურჯაანში მცხოვრები 27 წლის ვასილ კვეზერელი გარდაიცვალა
გურჯაანში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა ვასილ კვეზერელი წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ათი დღის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა, უკიდურესად მძიმე იყო.
მკურნალობისათვის საჭირო თანხების მოსაძიებლად, სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში, დახმარების კამპანიაც დაიწყო.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვასილ კვეზერელი “საქართველოს ბანკის” გურჯაანის ფილიალის თანამშრომელი იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგთან, 1 იანვარს მოხდა.