სოფელ ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში და ანაგა-ვაქირის საზღვარზე ხევის ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ვაქირის საზღვართან მიმდინარე სამუშაოები დასრულდა, ხოლო ე.წ.“მთავარანგელოზის ხევის“ გაბიონების მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით“ დაფინანსდა, რომელზეც 422 0211 ლარი დაიხარჯა.