ახალი ამბები

ქართული ხორბალი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია წარდგენილი

ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაშია წარდგენილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით აქტიურად მუშაობენ.

,, საქართველო ახლო აღმოსავლეთში რბილი ხორბლის წარმოების და მოშინაურების ერთ-ერთი მთავარი კერაა, შესაბამისად, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების დაცვას, აღდგენას და მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.