კანადაში 30 წლის ემიგრანტი გარდაიცვალა
კანადაში საქართველოს მოქალაქე, 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წარმოშობით თელავიდან იყო.
მამაკაცი რამდენიმე წელი მეგობრებთან ერთად კანადაში ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ახლობლები ამ ეტპაზე დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
ოჯახმა 30 წლის მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა.