ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის დროსაც გურჯაანის მერი დაშავდა, გამოძიება დაიწყო
საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის დროსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის თანამშრომლები და საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილში მსხდომი მგზავრები დაშავდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოავარია 14 დეკემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც არჩილ ხანდამაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად თბილისში, ,,ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მიდიოდნენ. ისინი მსუბუქად დაშავდნენ.