ახალი ამბები

თელავის დემოკრატიის სკოლა ახალ პროექტს იწყებს

დღეს, თელავის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა ახალი პროექტის DRIVE Democracy – ის პრეზენტაცია.

EECMD წარმომადგენელის ნიკოლოზ შარვაშიძეს განცხადებით, პროექტი მიმართულია პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.

,,პროგრამა ემსახურება ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გაძლიერების ნიადაგზე, მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაუჯობესებას და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების/საჭიროებების გათვალისწინებას”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.

მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აპლიკაციის შევსება.

,,პროექტში მონაწილეობა შეუძიათ თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებსა და სამოქალაქო კონგრესებში. ასევე, ისარგებლებენ მცირე გრანტების პროგრამით“.  მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროგრამის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org . აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი”,- განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.