ახალი ამბები

ქალაქ ყვარელში #1 საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ქალაქ ყვარელში #1 საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულების შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

,,კეთილმოეწყო სასწავლო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ავეჯით. შედეგად, საბავშო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და გათვლილია სკოლამდელი ასაკის 100 ბავშვზე. მომავალში იგეგმება ეზოს ინტერიერის კეთილმოწყობა’’,– განუცხადეს Knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 420000 ლარი შეადგინა.