ახალი ამბები

დედოფლისწყაროში დამზადებული მზა საკვები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიყიდება

,,ნაციონალური დელიკატესის” ბრენდის ქვეშ დედოფლისწყაროში დამზადებული მზა საჭმელები მომავალი წლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიყიდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამჟამად 10 დასახელების პროდუქტს აწარმოეებ, რომელიც თბილისში, რუსთავსა და ბათუმში დიდ სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.

„ლობიო ლორით, ბრინჯი ძროხის ხორცით, სუპ ხარჩო, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, აჯაფსანდალი, ბრიკოლისა და სიმინდის სუპი, სოკო ტარხუნით, მწვადი, შებოლილი ღორის ხორცის ლორი ეს ის მზა საკვებია, რომელსაც „ნაციონალური დელიკატესი ND” დედოფლისწყაროში, ადგილობრივი ნედლეულით აწარმოებს.

ამ ეტაპზე მაღაზიათა ქსელში 10 სახეობის მზა საკვები შედის. თბილისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ქსელურ მარკეტებში ვართ წარმოდგენილი, მომავალი წლიდან კი საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ათვისებას ვგეგმავთ“,-აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

კომპანიაში განმარტავენ, რომ პროდუქცია არის 100% -ით ნატურალური, სპეციალურ პაკეტებში შეფუთული საკვები, რომელიც კონსერვანტებსა და დანამატებს არ შეიცავს. ამასთან, პროდუქცია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით არის დამზადებული.