როგორ აფასებენ თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემას – ვიდეო
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა დაუჭირეს მხარი, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 12 ხმა დააკლდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.
მესამე სექტორი შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წავიდა.პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთადერთ გზად აფასებს ,,სამოქალაქო მოძრაობის’’ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი კი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის პირად ინტერესებს უკავშირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, მთავრობამ მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა კრიზისის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.
ნახეთ knews.ge-ს გამოკითხვა: