ახალი ამბები

გურჯაანის მერიის შენობის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა

გურჯაანის მუნციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში ელექტრომომარაგების ცენტრალური კარადა აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა.
არჩილ ხანდამაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მერიის თანამშრომლებმა და მოქალაქეებმა შენობა დროულად დატოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი