პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანია იწყება
,,სამოქალაქო მოძრაობა” პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროპორციული სისტემა და მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითრების წინაპირობაა.
ნინო გოგოლაძის თქმით, ორგანიზაცია მოსახლეობას ამ სისტემის უპირატესობაზე მიაწვდის ინფორმაციას.
,,პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის განვითრების ერთდერთი გზაა და ქართველი ხალხი არ დათმობს ამ სისხლით მოპოვებულ დაპირებას. ,,სამოქალაქო მოძრაობა’’ აქციებში მონაწილეობის გარდა, რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც დაიწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, შევხვდებით მოსახლეობას და მივაწვდით ინფორმაციას, რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რატომ არის კარგი და რას მოიტანს ის ქვეყნისთვის.
არ ვაპირებთ გაჩერებას და ვიქნებით იქ, სადაც ხალხი იქნება’’,- განუცხადა knews. Ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.
15 ნოემბერს საქართველოს პარლამენმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
უმარვლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 კანონმდებელი წვიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.