როგორია გურჯაანის დიდების მემორიალური მუზეუმის ტურისტული შესაძლებლობები
დიდების მემორიალური მუზეუმი ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. მუზეუმი 1978 წელს დაფუძნდა, სადაც დაცულია მეორე მსოფლიო ომის თემასთან დაკავშირებული 126 ექსპონატი: ფერწერული ტილოები, სკულპტურები და ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალა.
დიდების მემორიალური მუზეუმი – „ობელისკების“ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომლის სიმბოლოსაც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი ”ჯარისკაცის მამა” წარმოადგენს. აქვეა, მარადისობის კედელი, რომელზეც ამოტვიფრულია 4 000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი.
მუზეუმის მენეჯერი, მანანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ სწორედ მსგავსი ისტორიები და მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი მუზეუმი იწვევს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დაინტერესებას.
იგი ამბობს, რომ მუზეუმს უცხოელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ, თუმცა მათი რიცხვის გასაზრდელად, აუცილებელია მუზეუმის რეაბილიტაცია, ტურისტულ მარშრუტში ჩასმა და მისი რეკლამა სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის მისატანად.
,,დიდების მემორიალური მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გვაქვს ომის თემაზე ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები. აქ დაცულია ასევე ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები, ჯარისკაცის დღიური, მედლები და სხვა.
მუზეუმს უპირველეს ყოვლისა სჭირდება რეაბილიტაცია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებაც გვპირდება. რეაბილიტაციისას ვფიქრობ სივრცე უნდა დაეთმოს თანამედროვე ომების თემას, ეს დააინტერესებთ ტურისტებს. ასევე რეკლამა და მუზეუმის მარშრუტში ჩასმაა საჭირო”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას მარინა ბიბილაშვილმა.