ახალი ამბებითვითმმართველობა

გურჯაანის მერიიდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა.

როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პოზიციები დატოვეს შიდა აუდიტის ინსპექტირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეორიის უფროსმა სპეციალისტმა; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა

უწყებაში განმარტავენ, რომ მერიაში რეორგანიზაციის შედეგად შედგა ახალი საშტატო ნუსხა, რომელშიც რამდენიმე შტატი შემცირდა.

,,შემცირებულ შტატებზე მომუშავე თანამშრომლებს კანონის მიხედვით, მერიამ შესთავაზა არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე გადასვლა, რომელიც რანგით განსხვავდება მათ მიერ დაკავებული პოზიციებისგან.

შეთავაზებულ მობილობაზე რამდენიმე თანამშრომელმა თავად განაცხადა უარი და დატოვა სამსახური. რეორგანიზაციის მიზანია მერიის სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესება და მოსახლეობის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგება”,– განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.