რამდენი ტურისტი სტუმრობს მუზეუმებს გურჯაანში – ინფოგრაფიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუზეუმებით სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება, თუმცა მუზეუმების მენეჯერების განმარტებით მათი რაოდენობა მაინც მცირეა.
ისინი განმარტავენ, რომ კახეთში მოსული ტურისტები ძირითადად მარნებს, აგროტურისტულ ცენტრებს და საოჯახო სასტუმროებს სტუმრობენ, სხვა ტიპის მუზეუმების შესახებ არაფერი იციან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ ,,გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების” მონაცემებით, მუნიციპალიტეტში განთავსებულ 5 მუზეუმს 2016 წელს 4 118 ვიზიტორი, 2017 წელს- 3013, 2018 წელს კი 5556 ვიზიტორი ესტუმრა.
იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული ვრცელი მასალა: https://knews.ge/?p=41524