არჩილ თალაკვაძე – საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძეს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით.
ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედევად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა და ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
,,არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით რა გადაწყვეტილებაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. კენჭისყრის შედეგები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, აქედან მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.