ახალი ამბები

სოფელ კალაურში ადგილობრივებმა 93 კილოგრამიანი მგელი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ადგილობრივებმა მგელი მოკლეს.

მათი თქმით, მგლების ხროვამ მრავალჯერ მიაყენა სოფლის მცხოვრებლებს ზარალი, ბოლო თავდასხმისას კი მგლებმა 30 სული ცხვარი შეჭამეს.

,,ლიკვიდირებული მტაცებელი 93 კგ აღმოჩნდა, რაც იშვიათი შემთხვევაა. იგი გადაეცა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს’‘,- აცხადებენ სოფელ კალაურში მცხოვრებლები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქმედება არ შეიცავს რაიმე სახის დანაშაულს, რადგან სოფლის მკვიდრმა საკუთარ ფერმაში ცხვარი დაიცვა მგლის თავდასხმისგან, ხოლო შემდეგ თავად აცნობა სამინისტროს ცხელ ხაზზე.

ავტორი: მაკა ხაზიური