ახალი ამბები

გომბორის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა

გომბორის გზაზე ავტოავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მაშველები სიმაღლიდან გადავარდნილი მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.