სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართება
19 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ამ დღეს ტრადიციულად ქალაქი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს უმასპინძლებს.
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემოსთან ერთად დახვდებათ ტრადიციული კახური კერძები და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე.
,,ღონისძიებები სიღნაღში 13:00 საათიდან დაიწყენა. ტრადიციული კერძებისა და ღვინის დეგუსტაციის გარდა, სტუმრები ადგილზე ნახავენ თათარის მოდუღების, ჩურჩხელის ამოვლების და არყის გამოხდის პროცესს. თონეში გამოცხვება კახური შოთის პური.
ამასთანავე ქალაქში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება.ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართება ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით”, – განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.