თელავში მცხოვრები სპორტსმენი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ქალაქ ტაშკენტში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები სპორტსმენი ანზორ სიდამონიძე მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მისი თქმით, მან მონღოლ მეტოქეს სძლია და პირველი ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, თუმცა მომდევნო მეტოქესთან დამარცხდა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
,,მიუხედავად ჩემი შემართებისა, ჭაბუკებს შორის სამბოში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის მფლობელი გავხდი. ეს არ არის საკმარისი, თუმცა არც ცუდი შედეგია. მომავალში შევეცდები ეს შედეგი გავაუმჯობესო”, – განუცხადა knews. Ge-ს ანზორ სიდამონიძემ.
ანზორ სიდამონიძე სამბოში ორგზის საქართველოს ჩემპიონია.