თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
თელავი- თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსით მგზავრობამ სამი ლარით მოიმატა. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 ლარის ნაცვლად თბილისში მგზავრობაში ახლა უკვე 15 ლარს იხდიან.
ტაქსის მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაზრდას საწვავზე ფასის მატებას უკავშირებენ.
თელავი-თბილსისი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ შეიცვალა, თავდაპირველად 10-ის ნაცვლად 12 ლარი გახდა, ამჟამად კი 15 ლარი ღირს.