ახალი ამბები

ახალსოფელში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ხანძრის ქრობის პროცესში, მეორე ვერტფრენი და საგანგებო სიტუაციების მეხანძრე მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო.

ამ დროისათვის ტყეში 250-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, სატყეო სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები არიან ჩართული, რომლებიც მაშველებს სპეციალური წყლით სავსე ზურგჩანთების გადატანში ეხმარებიან.

ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე მრავალწლიან ფოთლოვან ტყესაც მოედო.

,,ძლიერი ქარი ხანძრის ლოკალიზებას ხელს უშლის. ცეცხლი უკვე 10 ჰექტრამდე ფართობზეა მოდებული.

ადგილობრივი ხელისუფლება ახალსოფელში მძიმე ტექნიკის მობილიზებას უწევს ორგანიზებას, რომელიც ტყისკენ მიმავალი ამორტიზებული გზის გაწმენდას განახორციელებს”, – განაცხადეს სატყეო სააგენტოში.