თელავში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
თელავში ცოფის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
კახეთის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ერთ- ერთ ოჯახში მცხოვრებ ძაღლს, ქუჩის ძაღლმა უკბინა, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
,, ძაღლის სიკვდილის შემდეგ შესაბამისი კვლევა ჩატარდა და ანალიზებმა ცოფის ვირუსი დაადასტურა. ჩატარდა გადაუდებელი დეზინფექცია საცხოვრებელ ბინაში, სადაც ძაღლი ჰყავდათ. ექიმებმა შესაბამისი აცრა გაუკეთეს ყველა იმ პირს, რომელიც შესაძლოა, ძაღლთან შეხებაში ყოფილიყო”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.