სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში, ხეებს და ხმელ ბალახს მეორე დღეა ცეცხლი უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარ საწინააღმდეგო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან სასაზღვრო პოლიიცს ვერტმფრენი ჩაერთო.
“მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70 მეხანძე- მაშველი ახორციელებს სოფელ ახალოსფლის მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს. ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, “- განაცხადეს კახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.