დედოფლისწყაროს საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები უკეთესი მომავლისათვის“ შეიქმნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები უკეთესი მომავლისათვის“ შეიქმნა.
საკრებულოში აცხადებენ, რომ წევრის გამოკლების გამო ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები“ გაუქმდა და შეიქმნა ,,ქართული ოცნება-კონსსერვატორები უკეთესი მომავლისათვის“ რომელსაც 3 წევრი ეყოლება.
ახალ ფრაქციას ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ყოფილი თავმჯდომარე, ალექსანდრე პაპაჩაშვილი უხელმძღვანელებს.