უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ის სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოჰყვა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანის ამწევიდან ჩამოვარდა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.